ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
“რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით. თურქეთი? ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან თურქეთი ნატო-ს წევრია და ევროპის ნაწილია. ეს მარტივი არ არის, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო.
პრეზიდენტი ტრამპი დაგვპირდა, რომ მისი გუნდი ამაზე იმუშავებს. ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის სუვერენული უფლებაა და ამ საკითხში აშშ მხარს დაგვიჭერს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა