ორშაბათი, ივნისი 8, 2026
Home საზოგადოება სამზე მეტი ქვეყანა მზადაა უკრაინაში სამხედროები გამოგზავნოს – ანდრიი ერმაკი

სამზე მეტი ქვეყანა მზადაა უკრაინაში სამხედროები გამოგზავნოს – ანდრიი ერმაკი

by admin

სამზე მეტი ქვეყანა მზადაა უკრაინაში თავისი სამხედროები შეიყვანოს, ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებთან უნდა შეთანხმდეს და სამხედრო ოპერაციების ჩატარების საერთო წესები უნდა შემუშავდეს. ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი იერმაკმა იტალიურ გამოცემა Corriera della sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ სამზე მეტი ქვეყანა მზადაა ჯარისკაცები გაგზავნოს, მაგრამ არ მინდა მათი კონკრეტულად დასახელება, თუმცა თქვენს მიერ ნახსენები ზოგიერთი მათგანი მათ შორისაა. ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებთან უნდა იყოს კოორდინირებული, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ფრონტის ერთიანობა და შევიმუშაოთ ომის წარმოების საერთო წესები. რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარები იქნებიან.

ტრამპმა გვითხრა, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებში და ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ამ ვალდებულების კონკრეტულ ასპექტებს. დღეს საღამოდაბ ჩვენს გენერლებსა და პენტაგონს შორის კონტაქტები აღდგება,” – აღნიშნა ერმაკმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay