კვირა, ივნისი 7, 2026
Home პოლიტიკა მსოფლიოს ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან ალიანსში შევიდეს – რუბიო

მსოფლიოს ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან ალიანსში შევიდეს – რუბიო

by admin

მსოფლიოში ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების ალიანსში შევიდეს. ეს არ არის მხოლოდ NATO, ჩვენ [აშშ-ს] მსგავსი ალიანსები გვაქვს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, სხვა ქვეყნებს აქვთ ერთმანეთთან.

ამიტომ, ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმას, და სხვათა შორის, მათ შორის, რუსული მხარეც პირველად ისტორიაში – ტრამპის წნეხის, წინადადების საფუძველზე – რომ უკრაინას, კონფლიქტის შემდეგ, ნამდვილად აქვს უფლება, უსაფრთხოების შეთანხმებები დადოს სხვა ქვეყნებთან და ჩვენ ვიმუშავებთ ევროპელ მოკავშირეებთან და სხვა არაევროპულ ქვეყნებთან, რომ შევქმნათ მსგავსი უსაფრთხოების გარანტია. ეს ყოველივე ძალაში უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რათა უკრაინამ თავი სამომავლოდ უსაფრთხოდ იგრძნოს – ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო Fox News-თან ინტერვიუში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay