96
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრას აუცილებლობად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ორივე მათგანს ინდივიდუალურად შეხვდა.
“ისინი ამ შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები, ძალიან ბევრი მკვლელობაა. ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გადავარჩინე, ეს კარგი შეგრძნებაა”, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა