შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა პუტინი – უკრაინის თავდასხმები გარკვეულ ზიანს გვაყენებენ – ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ და ამას გავაკეთებთ

პუტინი – უკრაინის თავდასხმები გარკვეულ ზიანს გვაყენებენ – ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ და ამას გავაკეთებთ

by admin

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის დარტყმები რუსეთს „გარკვეულ ზიანს“ აყენებს. ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი პასუხი კითხვას მოყვა, თუ როგორ შეიძლება სტაბილური ეკონომიკური მომავლის გარანტირება და რუსეთში ინვესტორების მოწვევა რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის დარტყმების ფონზე.

“ამ თავდასხმებს, რა თქმა უნდა, კარგი არაფერი მოაქვთ. მეტიც, ისინი გარკვეულ ზიანს გვაყენებენ…

ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს – ჩვენს უსაფრთხოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, საჰაერო თავდაცვას უნდა ვაძლიერებდეთ და ამას გავაკეთებთ…

ვადასტურებთ, რომ მშპ-ის ზრდის შეჩერებას და ზოგიერთ სხვა რაღაცას ვაფიქსირებთ, მაგრამ ამ ყველაფერს შეგნებულად ვაკეთებთ რუსული ეკონომიკის, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გასაძლიერებლად. შეგნებულად მივდივართ ეკონომიკის გაყინვისკენ და მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ არც დღეს და არც უახლოეს მომავალში ვერავითარ საფრთხეებს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პუტინმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay