კვირა, ივნისი 7, 2026
Home საზოგადოება ტრამპმა პუტინს ვაშინგტონის სამიტის დეტალები გააცნო – უშაკოვი

ტრამპმა პუტინს ვაშინგტონის სამიტის დეტალები გააცნო – უშაკოვი

by admin

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პუტინის თანაშემწემ სამთავრობო მედიებს საუბრის დეტალები გაუმხილა:

  • აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარი 40 წუთი გრძელდებოდა;
  • დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დეტალები გააცნო;
  • ტრამპმა და პუტინმა რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებების იდეაზე ისაუბრეს;
  • ორივე პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პირდაპირი შეხვედრების გაგრძელებას;
  • ლიდერები შეთანხმდნენ მომავალშიც ხშირად იკონტაქტონ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე;
  • პუტინმა საუბარში აღნიშნა ტრამპის ჩართულობის მნიშვნელობა კონფლიქტის რეგულაციის საკითხებში;
  • რუსეთის პრეზიდენტმა ალასკაში “თბილი დახვედრისთვის”, შეხვედრის მსვლელობისას მიღწეული პროგრესისთვის ტრამპს მადლობა გადაუხადა;

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay