შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა

დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა

by admin

დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული მაღალი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დააპაუზა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

CNBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ჩინეთთან მაისში მიღწეული 90-დღიანი სავაჭრო ზავის მოქმედება გაახანგრძლივა.

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სავაჭრო ზავი 9 ნოემბრამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, მაისში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.

სავაჭრო ზავის თანახმად, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები 145%-დან 30%-მდე შეამცირა. ჩინეთმა კი აშშ-ის საქონელზე დაწესებული საპასუხო ტარიფები 125%-დან 10%-მდე შეამცირა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay