ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026
Home სპორტი ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

by admin

ის, რისიც ყველას გვეშინოდა, საბოლოოდ დადასტურდა. პსჟ-მა თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

ხვიჩამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით”, – დაწერა კვარაცხელიამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay