ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026
Home საზოგადოება ეტყობა მოაგვარა და მე გამომრჩა რამე, რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ – ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ეტყობა მოაგვარა და მე გამომრჩა რამე, რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ – ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

by admin

ირაკლი კობახიძე – ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით, გრძელდება აქტიური მუშაობა

ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით, გრძელდება აქტიური მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს დავით გარეჯის თემაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს.

„ეტყობა მოაგვარა და მე გამომრჩა რამე. რა თქმა უნდა, ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯანი-საქართველოს შემთხვევაში, ასევე სომხეთი-საქართველოს შემთხვევაში, ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა.

რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay