შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს – ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის გავესაუბრები, ყველას იდეებს მოვისმენ – დონალდ ტრამპი

ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს – ევროპელ ლიდერებსა და ზელენსკის გავესაუბრები, ყველას იდეებს მოვისმენ – დონალდ ტრამპი

by admin

ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

“ორ ლიდერს შორის შეხვედრის მოწყობა მსურს. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, როცა ზელენსკი ამბობდა, კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღოო. მან ომისთვის და ყველას მოსაკლავად მიიღო თანხმობა, მაგრამ მიწების გასაცვლელად თანხმობა სჭირდება, რადგან გარკვეული მიწების გაცვლა მოხდება. ორივესთვის, უკრაინისთვის და რუსეთისთვის, კარგიც იქნება და ცუდიც. რუსებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. ვეცდებით, ამ ტერიტორიების ნაწილი უკრაინას დავუბრუნოთ. აქ იმისთვის ვარ, რომ ომი დავასრულო, რომელიც სხვამ დაიწყო. საბოლოოდ, ორივეს ერთ ოთახში მოვათავსებ, მე იქ ან ვიქნები, ან არა და ვფიქრობ, ეს მოგვარდება. მე ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ზელენსკის გავესაუბრები. ყველას იდეებს მოვისმენ. მე სრულიად მომზადებული მივდივარ და ვნახავთ, რა მოხდება. მინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალიან სწრაფად ვნახო. მინდა, ეს დაუყოვნებლივ მოხდეს. იმედია, დიდ წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay