სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home პოლიტიკა ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება – პესკოვი

ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება – პესკოვი

by admin

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირადი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს დააფიქსირებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“შესაძლოა (შეხვედრა) ასევე საჭირო იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების დასაფიქსირებლად, რომლებიც დროთა განმავლობაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულების შემდეგ მიიღწევა. თუმცა, ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ეს სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი რჩება. ტრამპი მსოფლიოში უდიდესი ქვეყნის, მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის პრეზიდენტია. და პლუს, ყველა უკვე შეეჩვია, ასე ვთქვათ, მის საკმაოდ მკაცრ და პირდაპირ რიტორიკას. ამავდროულად, იგი ადასტურებს თავის განზრახვას, გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიან კალაპოტში რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანის სურვილის შესახებ. ჩვენი მიზნები ნათელია, აშკარაა და არ იცვლება”, – აღნიშნა პესკოვმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay