ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home ეკონომიკა აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი – დონალდ ტრამპი

აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი – დონალდ ტრამპი

by admin

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მანამდე, ორი კვირის წინ, ის ამბობდა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამყარდეს ზავი სავაჭრო დაპირისპირების დასასრულებლად.

“გუშინ ჩვენ ჩინეთთან [შეთანხმებას] მოვაწერეთ ხელი,” თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში, თუმცა მას დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მოგვიანებით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა “მიაღწიეს დამატებით ურთიერთგაგებას ჟენევის შეთანხმების სისრულეში მოყვანის ჩარჩოსთან დაკავშირებით,” რაშიც მან მაისში მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები იგულისხმა, როცა აშშ-მ და ჩინეთმა ზავს პირველად მიაღწიეს.

საკითხზე ინფორმირებულმა ორმა წყარომ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ მხარეებმა წერილობით ფორმატში გადაიტანეს ყველაფერი, რაზეც უკვე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში არ შეუტანიათ.

ამასთან, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ურთიერთგაგება ეხება იმას, თუ “როგორ შეიძლება დაჩქარდეს აშშ-ში [ჩინეთის] იშვიათი წიაღისეულის გადაზიდვების კვლავ მიწოდება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay