1
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
პარლამენტის თავმჯდომარე რომში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი