ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
Home პოლიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

by admin

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აუდიენცია მეფე ჩარლზ III-სთან და შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან.

„უკვე დიდ ბრიტანეთში ვარ გუნდთან ერთად. დღეს დაგეგმილია აუდიენცია მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-სთან. ასევე გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან. განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრს. ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაგვაძლიერებს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მან დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay