ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან ომში საბრძოლველად რუსეთის სასარგებლოდ, ელიტური “პერსონალური რეზერვიდან” 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან ომში საბრძოლველად რუსეთის სასარგებლოდ, ელიტური “პერსონალური რეზერვიდან” 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

by admin

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინასთან ომში საბრძოლველად რუსეთში ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ელიტური “პერსონალური რეზერვიდან” უკვე 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რაც რეზერვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ამის შესახებ უმეროვმა 26 ივნისის პრესბრიფინგზე ისაუბრა.

“ისინი არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა სპეციალური კრიტერიუმებით არჩევენ. ამ დანაყოფებს უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ”. – თქვა უმეროვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სადაზვერვო ინფორმაციაა ჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში კიდევ უფრო მეტი სამხედროს გაგზავნას განიხილავდა. თუმცა, უმეროვის მიხედვით, ეს ნაბიჯი საკუთარი სტრატეგიული რეზერვის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევდა და რეჟიმის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნიდა. მინისტრის ცნობით, უკრაინაში ჩრდილოკორეული დანაყოფების როტაცია 4-ჯერ მოხდა.

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის სამსახურის 15 ივნისის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის შემოდგომაზე კურსკის ოლქში სამხედროების პირველად გაგზავნის შემდეგ, უკრაინასთან ბრძოლის დროს 6000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა ან დაიღუპა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay