ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა – აშშ-ის სასაზღვრო დეპარტამენტი

დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა – აშშ-ის სასაზღვრო დეპარტამენტი

by admin

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, – ინფორმაციას აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის სასაზღვრო პატრული ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის აგენტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული წარსულში იყო კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი, მსჯავრდებული საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანისთვის, აღიარებული აქვს რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობა.

აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს, ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და მეორედ – მოპარული ნივთების ფლობისთვის.

„ახლა ის დეპორტაციის პროცედურის მოლოდინშია“, – აცხადებენ საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay