94
ირანის ნავთობის სამინისტროს თანახმად, ისრაელმა თეირანთან ორ ნავთობტერმინალზე მიიტანა იერიში. ერთ-ერთი მათგანი შაჰრანის ნავთობტერმინალია.
მანამდე, ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო, SHANA ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ისრაელმა თეირანთან ახლოს მდებარე შაჰრანის ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანა.
როგორც The New York Times წერდა, ნავთობის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ ისრაელის იერიშის შემდეგ ნავთობტერმინალები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა და ახლოს მდებარე საცხოვრებელ ტერიტორიას საფრთხეს უქმნიდა