ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
Home მსოფლიო ამ დროისთვის, საჰაერო ძალების პილოტები დარტყმებს აგრძელებენ და მნიშნველოვანი იერიშები მიაქვთ ირანის სხვადასხვა რეგიონზე – ისრაელის თავდაცვის ძალები

ამ დროისთვის, საჰაერო ძალების პილოტები დარტყმებს აგრძელებენ და მნიშნველოვანი იერიშები მიაქვთ ირანის სხვადასხვა რეგიონზე – ისრაელის თავდაცვის ძალები

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის, გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმების მთავარი სუბიექტი თეირანი იყო.

“ამ დროისთვის, საჰაერო ძალების პილოტები დარტყმებს აგრძელებენ და მნიშნველოვანი იერიშები მიაქვთ ირანის სხვადასხვა რეგიონზე. დაბომბვების სერია, 150-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ, 40 საათია, უწყვეტად მიმდინარეობს”. – თქვა დეფრინმა პრესკონფერენციაზე.

IDF-ის პრესსპიკერის თქმით, თეირანიდან “მკვლელი ტერორის რეჟიმი იმართება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სრულიად დასავლური სამყაროსთვის”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay