105
ირანული სამთავრობო მედია, Tasnim წერს, რომ ისრაელმა თეირანში ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა და ერთ-ერთი შენობა დააზიანა.
სამთავრობო მედიის თანახმად, “თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა მიზანში იყო ამოღებული, შტაბ-ბინის ერთ-ერთი შენობა მსუბუქად დაზიანდა”.
ისრაელმა იერიში თავდაცვის სამინისტროში შემავალი თავდაცვითი ინოვაციისა და კვლევის შენობაზეც მიიტანა. ირანის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში დაიწყო.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება განაახლა