ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ბირთვული შეთანხმების თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადება გაუგზავნა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
არაღჩის თქმით, ირანი ამ წინადადებას პრინციპების, ეროვნული ინტერესებისა და ირანელი ხალხის უფლებების შესაბამისად უპასუხებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურეს თეთრ სახლშიც. როგორც პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ირანს დეტალური წინადადება გაუგზავნა. ლევიტის თქმით, ამ წინადადებაზე თანხმობა ირანის ინტერესებშია.
მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის გაგზავნილი წინადადება საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, “ნიუ იორკ თამსს” ანონიმური წყაროები უცხადებენ, რომ ეს უფრო ძირითადი პუნქტების სიაა, ვიდრე შეთანხმების საბოლოო პროექტი