რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობის საკითხის განსახილველად შეხვედრებისთვის ემზადება, სინამდვილეში ის ახორციელებს თავდასხმას და ტერორს და ანადგურებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:
“მოუსმინეთ ხმებს ჩემი სახლის თავზე – და ათასობით უკრაინულის სახლის თავზე. საჰაერო თავდაცვა იგერიებს რუსეთის დარტყმებს. უკრაინა გუშინდელი ღამიდან მასიური საჰაერო თავდასხმის ქვეშაა, ბალისტიკური, ფრთოსანი და კასეტური რაკეტებით, ასევე ასობით დრონით, რომელთა სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაა.
რუსეთს აქამდე არც ჩვენთვის, არც თურქეთისთვის, არც შეერთებული შტატებისთვის და არც სხვა ვინმესთვის არ გამოუგზავნია თავისი ე.წ. მემორანდუმი, არავინ იცის, რაზე ისაუბრებენ. ამის ნაცვლად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ სასიკვდილო თავდასხმებს ახორციელებს. მითური “მემორანდუმისგან” განსხვავებით, ჩვენ ნათლად ვხედავთ და გვესმის რუსეთის ნამდვილი “გზავნილები”, მისი რაკეტები და დრონები.
ყველამ უნდა გაიგოს და დაინახოს, რომ რუსეთი აშკარად უარყოფს მშვიდობას, ცეცხლის შეწყვეტას და მთელი მსოფლიოდან წამოსულ ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას. რუსეთი მშვიდობას სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ მოეკიდება, რაც ზეწოლის ახალ დონეს იგრძნობს”