ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
Home პოლიტიკა პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

by admin

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი.

მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.

პოლონეთის პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც მეორე ტურში ამომრჩევლების ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay