97
რუსეთში განვლილ 24 საათში კიდევ ერთი ხიდი დაინგრა. შემთხვევა კურსკის ოლქში მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო მატარებელი გადაადგილდებოდა.
მატარებელი და ხიდის ნამსხვრევები საავტომობილო გზას დაეცა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პირველი ხიდი ბრიანსკის ოლქში 31 მაისის საღამოს დაინგრა. ნანგრევები ხიდის ქვეშ მიმავალ მატარებელს დაეცა.
ბრიანსკში დაიღუპა 7 და დაშავდა 90-მდე ადამიანი.
კურსკის შემთხვევის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად ორივე ხიდი აფეთქებულია და გამოძიება ტერაქტის მუხლით აღიძრა