ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა მინერალების შეთანხმების მოწინააღმდეგე დეპუტატებს აშშ-მ ვიზები უნდა გაუუქმოს – ზელენსკი

მინერალების შეთანხმების მოწინააღმდეგე დეპუტატებს აშშ-მ ვიზები უნდა გაუუქმოს – ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმება უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებული იქნება, ხოლო იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ, ამერიკული ვიზები უნდა გაუუქმდეთ.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ აპირებენ ამის გაკეთებას. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ აშშ-მ მათი ვიზები უბრალოდ უნდა გაუუქმოს. თვეში ერთხელ მაინც ჩადიან ამერიკაში და იქ საუბრობენ უკრაინაში მძიმე მდგომარეობაზე, აგრეთვე, რომელი რეგიონებია მნიშვნელოვანი და რომლები – ნაკლებად მნიშვნელოვანი, შედეგი ეკრანზე გამოჩნდება: ვინ მისცა ხმა და ვინ – არა. ორმაგი თამაში შეუძლებელია” – თქვა ზელენსკიმ

გუშინ, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში მინერალების შეთანხმების რატიფიცირებას კენჭს, სავარაუდოდ, 8 მაისს უყრიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay