ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო – ზელენსკი

ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო – ზელენსკი

by admin

ვატიკანში დონალდ ტრამპთან საუბარი აქამდე გამართულ მოლაპარაკებებს შორის საუკეთესო იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“შესაძლოა, ეს ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა იყო. ჩვენი გუნდების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, პირისპირ შეხვედრის ფორმატმა გაამართლა. თავად საუბრისთვის შესაფერისი ატმოსფერო გვქონდა. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ძალიან ძლიერად ჟღერს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay