ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home საზოგადოება მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

by admin

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ.

სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მსჯავრდადებულებთან მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.

მოსამართლემ ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay