ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

by admin

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. ინფორმაციას POLITICO სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ვუჩიჩი 2 მაისს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ბელგრადში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის ლიდერს აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი და ასევე სურდა, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვედროდა.

აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სპეციალურ მისიებში, რიჩარდ გრენელმა ვუჩიჩს X-ზე კარგად ყოფნა უსურვა.

“ვწუხვარ, რომ ვერ შევხვდით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგადაა”. – დაწერა გრენელმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay