ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home მსოფლიო ამომრჩეველთა აქტივობამ 74%-ს გადააჭარბა – ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია

ამომრჩეველთა აქტივობამ 74%-ს გადააჭარბა – ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია

by admin

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ისრაელის დროით 20:00 საათისთვის (თბილისის დროით 22:00 საათისთვის) ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 74.3% შეადგინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხმა სულ 5 449 277-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო 2022 წლის არჩევნებზე იმავე დროისთვის აქტივობა 66.3%-ს აღწევდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა და რამდენიმე სხვა მემარჯვენე პარტიამ კენჭისყრის დროის გახანგრძლივება მოითხოვეს. საარჩევნო კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ კენჭისყრის გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს. მათი თქმით, მაღალი აქტივობა “დემოკრატიულ პროცესში საზოგადოების მტკიცე ჩართულობას ასახავს და კენჭისყრის დროის გახანგრძლივების საჭიროება არ გამოკვეთილა”.

როგორც გაზეთი Haaretz ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, არჩევნების ოფიციალური შედეგების პირველი ნაწილი ისრაელის დროით დაახლოებით 01:00 საათზე (თბილისის დროით 03:00 საათზე) გამოქვეყნდება.

თუმცა, Haaretz-ის ცნობით, კომისია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ხმების დათვლა შესაძლოა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდეს, რადგან დაუსწრებლად მიცემული ხმების რაოდენობა დიდია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay