ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა გვჭირდება რეალური გადაწყვეტილებები, მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება – ზელენსკი

გვჭირდება რეალური გადაწყვეტილებები, მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება – ზელენსკი

by admin

რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან – უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ძლიერი, რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხარკოვზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება:

“სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay