ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა უკრაინული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მათი წარმოება მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს – ზელენსკი

უკრაინული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მათი წარმოება მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს – ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და მათი წარმოება მაქსიმალურად უნდა ააჩქაროს.

“ამოცანა არის, რომ უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად აჩქარდეს. ჩვენი შორსმსროლელობა არის უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტიანი გარანტია”. – თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე უკრაინის მფლობელობაში მყოფ F-16-ის ტიპის ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზეც ილაპარაკეს. კრებაზე განიხილეს F-16-ები, რომლებიც უკრაინას უკვე აქვს და რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, სირსკის ანგარიშები, მათ შორის, დონეცკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს შეეხო. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა სამხედრო ქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში აგრძელებს.

“დღეს მთავარსარდალმა რამდენიმე ანგარიში წარადგინა. განსაკუთრებული ყურადღება – დონეცკის ოლქში მიმდინარე ვითარებაზე, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით, სხვა რამდენიმე მიმართულებით. განვაგრძობთ როგორც კურსკის, ისევე ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე მოქმედებას”. – თქვა ზელენსკიმ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay