66
პუტინი საკმარისად აფერხებს და ხელს უშლის მოლაპარაკებებს, მსოფლიო მოთმინებას კარგავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს:
“დღეს ჯეი დი ვენსთან საუბრის დროს გავიმეორეთ ჩვენი საერთო სურვილი დავასრულოთ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და ჩვენი ერთგულება მყარი მშვიდობისადმი. პუტინმა საკმარისად დააყოვნა და ხელი შეუშალა მოლაპარაკებებს. მსოფლიომ მოთმინება დაკარგა”