კანადის პრემიერმინისტრი, მარკ კარნი 6 მაისს თეთრ სახლს ეწვევა, სადაც ის პირველად შეხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
კარნიმ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კანადასა და აშშ-ს შორის ძველი ურთიერთობა “დასრულებულია”.
“ჩვენი ძველი ურთიერთობა აშშ-სთან, ურთიერთობა, რომელიც სტაბილურად მზარდ ინტეგრაციას ეფუძნებოდა, დასრულებულია. გლობალური ვაჭრობის სისტემა, რომელსაც აშშ ამყარებდა, სისტემა, რომელსაც კანადა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მოყოლებული ეყრდნობოდა, სისტემა, რომელიც, მართალია, იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოტანაში გვეხმარებოდა, დასრულებულია. ეს ტრაგედიებია, მაგრამ ჩვენი ახალი რეალობაა. როგორც უკვე თვეებია გაფრთხილებთ, ამერიკას ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა სურს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ცარიელი მუქარები. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, რომ გაგვტეხოს, რათა ამერიკა დაგვეუფლოს. ეს არასდროს არ მოხდება. ამერიკის ღალატის გამო შოკში ვართ, მაგრამ გაკვეთილები არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ჩვენ თავს უნდა გავუფრთხილდეთ და, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ”. – თქვა კარნიმ.
კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ტრამპთან დისკუსიას გამართავს, ეს იქნება “ორ სუვერენულ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობის განსახილველად”