ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026
Home პოლიტიკა ტრამპი აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტს 1.01 ტრილიონამდე გაზრდის

ტრამპი აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტს 1.01 ტრილიონამდე გაზრდის

by admin

Bloobmerg აშშ-ს ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს 2026 წლის ბიუჯეტის წინასწარ პროექტში, რომელიც საჯაროდ 2 მაისს გამოქვეყნდება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს სააგენტოების დაფინანსების შემცირებასა და სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს. პრეზიდენტის საბიუჯეტო პროექტი მომავალი წლის არადაცვითი ხარჯებისთვის $557 მილიარდს ითვალისწინებს, რაც ამჟამინდელ დონესთან შედარებით $163 მილიარდით შემცირებას ნიშნავს. აშშ-ს თავდაცვის ხარჯები $1.01 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მიმდინარე $892.3 მილიარდთან შედარებით 13%-ით მეტია.

გამოცემის ცნობით, რეკორდული მასშტაბის თავდაცვის ბიუჯეტი “ოქროს გუმბათის” რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტს, გემთმშენებლობას და ბირთვულ მოდერნიზაციას, ასევე საზღვრის დაცვის დაფინანსებას მოიცავს. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია 3.8%-იანი ხელფასის ზრდა სამხედროებისთვის

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay