ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026
Home საზოგადოება სუს-ი – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებშია გაწევრიანებული

სუს-ი – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებშია გაწევრიანებული

by admin

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში  რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები”- წერია სუს-ის განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay