101
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა, რომელიც უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელიცაა, ვაშინგტონში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან.
შეხვედრა 2 აპრილს გაიმართა, რაც ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს სააგენტო Reuters-ს და გამოცემა The Washington Post-ს.
მოლაპარაკების შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.
დმიტრიევმა ვაშინგტონში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მოკლე პოსტი, რომ პოლიტიკის მიუხედავად აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია და საუბარია ყველასთვის უფრო უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს მშენებლობაზე