სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, “ჩატში” ჯგუფი მე შევქმენი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს ჯგუფი მე შევქმენი. ეს სამარცხვინოა და ვაპირებთ ეს საქმე ბოლომდე გამოვიძიოთ. შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვიცნობ. მისი საშინელი რეპუტაციის შესახებ ვიცი და ის ნამდვილად საშინელი ჟურნალისტია. მას პრეზიდენტი სძულს. მასთან მიმოწერა არ მაქვს და ჩემს ტელეფონში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს. გავარკვევთ, როგორ მოხდა ეს”, – აღნიშნა უოლცმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ მაიკ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და მას არ გაათავისუფლებს