ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home საზოგადოება ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უკრაინისთვის ან სხვა ქვეყნისთვის გადაცემა გამორიცხულია – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უკრაინისთვის ან სხვა ქვეყნისთვის გადაცემა გამორიცხულია – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

by admin

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მოსკოვი არ განიხილავს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე კონტროლის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას.

“სადგურის რუსულ ატომურ ინდუსტრიაში ინტეგრაცია უკვე დამკვიდრებული ფაქტია და საერთაშორისო საზოგადოებას ამის აღიარების გარდა სხვა გზა არ აქვს. ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა შეუძლებელია” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღდგენაში აშშ-ს შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay