ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home საზოგადოება შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ – ის გამოიძიეთ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას” – ალეკო ელისაშვილი

შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ – ის გამოიძიეთ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას” – ალეკო ელისაშვილი

by admin

მუქარების, ციხის, რეპრესიების არავის ეშინია! – თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით და შევშინდებით, სხვა მისამართზე მოხვდით, ჩემო ბატონო – თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

“13 წელია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე, რაღაცები მომხდარა 13-15-17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან, რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ახალი შაპიტო მოიფიქრეს და იმ ცირკში და შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუ რამის გამოძიება უნდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას” და ღმერთმა უწყის რამდენი ათეული მილიონი გადაურიცხა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც რომ აფინანსებდა, ეს გამოიძიეთ, თუ მაგრები ხართ. რა თქმა უნდა, არაფრის გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენს კოალიციაში ხედავენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძებადრი ჯაფარიძე. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის ეშინია. არც ციხის გვეშინია, არც დაპატიმრების მუქარის და არც იმ რეპრესიების, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჩაღებული, ან რა რეპრესიების გატარებასაც გეგმავთ. ასე რომ, თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით, გავიბზარებით და შევშინდებით, იქ ვერ მოხვდით ჩემო ბატონო, სხვა მისამართზე მოხვდით. თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay