ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Home საზოგადოება არასამთავრობოების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს

არასამთავრობოების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს

by admin

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, „ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“; „თავისუფლება პოლიტპატიმრებს საქართველოში“, – წერია საპროტესტო ბანერებზე.

სოლიდარობის აქციაში მონაწილეობდნენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძე; „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, გიორგი კანდელაკი; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წევრი, გიორგი ბურჯანაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრი, გიორგი ონიანი და „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay