ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა ეს არის ტექნიკური საკითხი, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც – ირაკლი კობახიძე

ეს არის ტექნიკური საკითხი, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც – ირაკლი კობახიძე

by admin

რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ – ეს არის ტექნიკური საკითხი, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც,- ამის შესახებ  ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში ჟურნალისტებს დიპლომატიური პასპორტების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა:

“რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობასა და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის ტექნიკური საკითხი. ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც უნდა შევუნარჩუნოთ მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები.  ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი გასული 4 წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. თავისთავად ასეთი დისკუსიები უკვე წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay