ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home პოლიტიკა საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები – დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები – დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

by admin

საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები – დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ის აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ და ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას.

„დღეს გადაწყვეტილებას ვიღებთ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის დიპლომატებსა და თანამდებობის პირებს. მათ კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცედ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა გამუდმებით და შეუპოვრად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფება გაგონილ უნდა იქნას,“- ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay