უკრაინა მზად არის, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი დაიწყოს, უკრაინას გაზის ექსპორტისთვის ყველა საჭირო კონტრაქტისთვის ხელის მოწერა სწრაფად შეუძლია, თუკი აღმოსავლეთ ევროპისგან შესაბამისი პოლიტიკური “სიგნალი” იქნება – ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:
“ჩვენ ვილაპარაკეთ მასთან იმაზე, რომ მას უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ექსპორტირება შეეძლოს. მას ახლა თავისი გაზი მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე უკვე გააქვს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სჭირდებათ გაზი, რომელიც რუსულისგან გაზი არ არის”.
სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა მზად არის, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად ქალაქ ტირასპოლში ელექტროსადგურს უფასო ქვანახშირი გადასცეს, სანაცვლოდ კი მოლდოვისგან ელექტროენერგიის სიჭარბე მიიღოს. ზელენსკის თქმით, ტირასპოლში მდებარე ელექტროსადგური დნესტრისპირეთში უდიდესია და მოლდოვაში ელექტროენერგიის მოთხოვნას სრულად დაფარავდა