ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home კულტურა ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის საარჩევნო ღონისძიებაზე გამოვიდა

ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის საარჩევნო ღონისძიებაზე გამოვიდა

by admin

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, საარჩევნო ღონისძიებაზე ვიდეოკავშირით ისაუბრა. მან პარტიას ქვეყნის საუკეთესო იმედი უწოდა.

ღონისძიება შაბათს, 25 იანვარს, გაიმართა ჰალეში და ამით ალტერნატივა გერმანიისთვის ოფიციალურად დაიწყო ბუნდესტაგის წინასაარჩევნო კამპანია. მასკის გამოსვლა დარბაზში მოისმინა დაახლოებით 4,5 ათასმა მხარდამჭერმა.

“ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს ჰქონდეს განსხვავებული კულტურები, გერმანიის მთავრობას არ აინტერესებს ხალხის კეთილდღეობა და ახშობს სიტყვის თავისუფლებას. უნდა ვიბრძოლოთ გერმანიის დიდი მომავლისთვის“ და თქვა, რომ „არ უნდა აგონ პასუხი მშობლების ან დიდი ბაბუების შეცდომებისთვის“ და არ უნდა იყვნენ „ზედმეტად შეშფოთებულნი ისტორიული დანაშაულით“.

Politico-ს წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების წინ, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პრეტენზიას აცხადებს ხმების დაახლოებით 20 პროცენტზე. პარტიის ბოლო წარმატებები არღვევს ტაბუს, რომელიც მემარჯვენე რადიკალებს ედოთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წინა დღით „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა AfD-ს მიმართ მასკის მხარდაჭერას. „ის მხარს უჭერს უკიდურეს მემარჯვენეებს მთელს ევროპაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ბევრ, ბევრ სხვა ქვეყანაში და ეს სრულიად მიუღებელია… ეს საფრთხეს უქმნის ევროპის დემოკრატიულ განვითარებას, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს საზოგადოებას“, მოჰყავს გერმანიის მთავრობის თავმჯდომარის სიტყვები Associated Press-ს.

შაბათს ჰალესა და გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქში გაიმართა მასობრივი დემონსტრაციები AfD-სა და რადიკალი მემარჯვენეების წინააღმდეგ. Deutsche Welle-ს ცნობით, ბერლინში აქციაზე, ორგანიზატორების ინფორმაციით, 100 ათასი, პოლიციის თანახმად, 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay