მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ განაცხადა.
ო’ფლაერტიმ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა წამოწია, რომელიც მან საპატიმროში მოინახულა:
“კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირი არ გამოეთხრება ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით. ვწუხვარ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ეს სენსიტიური კანონები მიღებულ იქნა დაჩქარებულად, შინაარსიანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების საფუძველზე რომელიმე სამომავლო გადაწყვეტილებისადმი წინასწარი განწყობის გარეშე, მჯერა, რომ მისი წინასწარი დაკავების გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე”.
ცნობისთვის, შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული