შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო თურქეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

by admin

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში, ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია 10-საათიანი მუშაობის შემდეგ მოახერხეს.

ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.

22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay