კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინადადება შეიტანეს

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების წინადადება შეიტანეს

by admin

13 იანვარს თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა, რომელსაც 16 იანვრისთვის 13 ხელმომწერი ჰყავს.

წინადადება ტექსტი გულისხმობს თემთა პალატის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო ღრმა შეშფოთების გამოხატვას.

წინადადება, ასევე, დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში ბიძინა ივანიშვილის როლს გმობს, ითვალისწინებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან 5 ოფიციალური პირი დაასანქცირა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay