ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home მსოფლიო დიმიტრი პესკოვი – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი, ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

დიმიტრი პესკოვი – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი, ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

by admin

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობას რეალური სარგებელი მოაქვს სომხეთისთვის, მაგრამ შეუძლებელია იყო ამ ასოციაციის და ევროკავშირის წევრი ერთდროულად, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

“სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი და ეს წევრობა ძალიან, ძალიან დადებით დივიდენდებს იძლევა სომხეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის ხალხისთვის. უნდა დავაკვირდეთ, რა აქცენტი ექნება სომხურ მხარეს. რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, უბრალოდ შეუძლებელია. აქ არის ერთი საბაჟო ზონა, ერთი ზონა საქონლისა და მომსახურების, ხალხისა და კაპიტალის გადაადგილებისთვის. სხვადასხვა სტანდარტებია. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული უფლებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობა სასარგებლოა სომხეთისთვის”.

შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ “სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ” კანონპროექტი დაამტკიცა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay