ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, მაგრამ ისინი ვერ დაგვაშინებენ, – ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა განაცხადა.
“ჩვენ ამ კურსს ვაგრძელებთ, რადგან გვჯერა, რომ დიპლომატია სისუსტეს არ წარმოადგენს, არამედ ქმედებაა, რათა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისა და ხალხის დაცვისთვის ყველა საშუალება გამოყენებული იყოს. ჩვენ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირებას არ ვცდილობთ, პირიქით, მსურდა, რომ „ჰეზბოლასთან“ დაპირისპირება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დამერწმუნეთ, „ჰეზბოლა“ ვერ დაგვაშინებს”, – განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 აპრილს გამოაცხადა, რომ ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ში ისრაელმა და ლიბანმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართეს. ისრაელსა და ლიბანს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ვაშინგტონში ხუთშაბათს გაიმართება