ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
Home მსოფლიო აშშ ირანის პორტების ბლოკადას აგრძელებს, რამდენიმე დღეში გაჩერდება ირანული ნავთობის ჭაბურღილები – სკოტ ბესენტი

აშშ ირანის პორტების ბლოკადას აგრძელებს, რამდენიმე დღეში გაჩერდება ირანული ნავთობის ჭაბურღილები – სკოტ ბესენტი

by admin

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ქვეყანას სულ რამდენიმე დღეში აიძულებს შეწყვიტოს ნავთობის მოპოვება.

ამის შესახებ ბესენტმა სოციალურ ქსელ X- ზე დაწერა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები გააგრძელებენ ირანის პორტების ბლოკადას.

„რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავები სავსე იქნება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები გაჩერდება. ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა მიზანში იღებს რეჟიმის შემოსავლის მთავარ წყაროს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი განაგრძობს მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას „ეკონომიკური მრისხანების“ ფარგლებში, რათა სისტემატურად შეასუსტოს თეირანის შესაძლებლობა, გამოიმუშაოს, გადაიტანოს და უკან დააბრუნოს ფინანსური სახსრები. ნებისმიერი პირი თუ გემი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ფინანსურ ნაკადებს ფარული ვაჭრობისა და დაფინანსების გზით, რისკავს აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცევას“, –  განაცხადა ბესენტმა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 21 აპრილს  პაკისტანის თხოვნით,  ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა, თუმცა ირანის პორტების ბლოკადა გაგრძელდება

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay