პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას – ერთობლივ განცხადებას ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას – ერთობლივ განცხადებას ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ

by admin

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას,- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.

“პრეზიდენტებმა აღნიშნეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ისინი დაუყოვნებლივ მოითხოვენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მეტიც, პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ აუცილებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში შემდგომ დაფინანსებას განბლოკავს. მათ აღნიშნეს სარეფორმო პროგრესი, რომელსაც უკრაინამ გამოწვევებით სავსე პირობებში მიაღწია და მეტი ძალისხმევების მოწოდებით გამოვიდნენ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

პრეზიდენტები ასევე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას მიესალმნენ.

ცნობისთვის, ფონ დერ ლაიენის თქმით, 90 მილიარდიდან ერთი-მესამედი უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებებზე წავა, ხოლო ორი-მესამედი – თავდაცვაზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay